ENGLISH
 
ბანკის შესახებ > ისტორია > გია თოფურია

გია თოფურია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1991 წლის ოქტომბრიდან 1992 წლის იანვრამდე.

დაიბადა 1955 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

გია თოფურია 1978 წელს მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში, მეცნიერ თანამშრომლად. 1986-1989 წლებში იგი ჟურნალ „საქართველოს კომუნისტის" სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების განყოფილების გამგეა. პარალელურად, 1987 წელს გია თოფურია ასწავლის საზოგადოებათმცოდნეობას ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძის საშუალო სკოლაში.

1989 წლიდან 1990 წლამდე გია თოფურია მუშაობს საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში სამეურნეო მექანიზმის, მართვისა და დაგეგმვის სრულყოფის განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1990 წელს კი - საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საფინანსო მექანიზმის სრულყოფისა და ფულის მიმოქცევის სამმართველოს უფროსად. 1991 წელს გია თოფურია ინიშნება საქართველოს რუსპუბლიკის შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, საიდანაც იმავე წლის ოქტომბერში გადაჰყავთ საქართველოს რესპუბლიკის ახლად შექმნილი ეროვნული ბანკის პირველ პრეზიდენტად.

გია თოფურიას მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service