ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა

    ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების კუთხით, ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციებია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და ვაჭრობისას ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველყოფა და საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.

     

    ამ თვალსაზრისით, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს სხვადასხვა საქმიანობას, მათ შორის, ადგენს მოთხოვნებს და ახორციელებს მონიტორინგს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვება/შეთავაზების პროცესი, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების მიმართ არსებული კორპორაციული მართვის, პერიოდული და მიმდინარე საანგარიშგებო თუ სხვა ვალდებულებები, ბაზრის მონაწილეთა ლიცენზირება და მათი საქმიანობა. გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ეროვნულ ბანკის ვებგვერდზე მითითებულ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებს აქვთ შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება. მათ შორის, მხოლოდ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს აქვთ უფლებამოსილება განახორციელონ ე.წ. Forex პლატფორმაზე საშუამავლო საქმიანობა.


    ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების, ინვესტორთა ინტერესების დაცულობისა და ბაზარზე გამჭვირვალობის სტანდარტების ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბაზრის მონაწილეებთან.