ENGLISH
 
ფინანსური სტაბილურობა > არასაბანკო ზედამხედველობა

არასაბანკო ზედამხედველობა

საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის ფარგლებში, ახორციელებს არასაბანკო დაწესებულებათა ზედამხედველობას.

არასაბანკო დაწესებულებათა ზედამხედველობის და რეგულირების მიზანია საქართველოს არასაბანკო სექტორის სტაბილური ფუნქციონირების, საიმედობის და მდგრადობის უზრუნველყოფა, შესაძლო რისკის თავიდან აცილება და ამ გზით კრედიტორთა ინტერესების დაცვა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების გამჭვირვალობის ზრდა და კორპორატიული კულტურის სრულყოფა, რაც ხელს შეუწყობს მათ ინსტიტუციონალურ განვითარებას და ამავდროულად, დადებითად იმოქმედებს საზოგადოების ეკონომიკური ცნობიერების ამაღლებაზე. 


არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის და რეგულირების გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.


მოქმედი კანონმდებლობით არასაბანკო დაწესებულებთა ზედამხედველობას ექვემდებარება მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკრედიტო კავშირები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები.

 
დაკავშირებული ბმულები:

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service