ENGLISH
 
ქართული ფული > ფულის მუზეუმი

ფულის მუზეუმი

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის მუზეუმი დაარსდა 2001 წელს, იგი 1981-1989 წლებში მოქმედი „ბანკის მუზეუმის" ბაზაზე აღმოცენდა და საქართველოს ისტორიასა და თანამედროვე მსოფლიოში ფულის, როგორც სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ატრიბუტიკისა და მისი განვითარების დონის წარმოჩენას, საქართველოში ნუმიზმატური და ბონისტური მოძრაობის პროპაგანდასა და ამ სფეროში კავშირების განმტკიცებას ემსახურება.

საქართველოში სხვადასხვა პროფილის მრავალი მუზეუმია და ბევრ მათგანში სხვა სახის სამუზეუმო ექსპონატების გვერდით ძველი ფულის ნიშნებიც ინახება, მაგრამ ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის მუზეუმი საქართველოში ერთადერთია, რომელიც მთლიანად და განუყოფლად მხოლოდ ფულს ეძღვნება და, თანაც, ფულს - არა მხოლოდ ისტორიულ ჭრილში. მუზეუმის გამოფენაზე თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი საქართველოში ფულის მიმოქცევის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნიდან დღემდე და აქვეა წარმოდგენილი თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა.

ფულის მუზეუმის გამოფენა ღიაა ყოველდღე, ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით 09.30 საათიდან 16.30 საათამდე (შესვენება – 13.00 სთ.-დან 14.00 სთ.-მდე).

ფულის მუზეუმში ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული პროდუქცია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 

ყვარელი, რუსთაველის ქ. N 10,
საქართველოს ეროვნული ბანკი.
ტელეფონი :  +995 32 229 66 04 

ფულის გამოფენა
ნუმიზმატისა და ბონისტის გვერდი
 

 

დაკავშირებული ბმულები:

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service