ENGLISH
 
ბანკის შესახებ > მენეჯმენტი > საბჭოს წევრები

   ბეჭდვა
ნიკოლოზ ყაველაშვილი


 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი


 

დაბადების თარიღი:

11.12.1967

განათლება:

1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1998 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბინგჰემტონი) მაგისტრატურა ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით. 2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურა, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით.

სამეცნიერო წოდება:

 
ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ეკონომიკის მაგისტრი.    

სამუშაო გამოცდილება:

2014 წლის დეკემბრიდან – საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.

2016 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი.

2012 წლიდან – 2016 წლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ასოცირებული პროფესორი.

2006 – 2011წწ. – ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველო"-ს პროექტის დირექტორი.

2002 – 2006წწ. –  ბედმინსტერ კაპიტალ მენეჯმენტის დირექტორი საქართველოში და ვიცე-პრეზიდენტი.

2002წ. – "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს აღმასრულებელი დირექტორი.

2001 – 2002წწ. – საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში, ეკონომისტი.

1999 – 2001წწ. – კონოკო აჭგაზი, ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი.

1998 – 1999წწ. – საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში, ეკონომისტი.

1998 წ. – მსოფლიო ბანკის პროექტის "ეკონომიკური განათლებისა და კვლევის განვითარება" კონსულტანტი.

1997 წ. – გაეროს სათაო ოფისი ნიუ-იორკში, რეგიონული კომისიები - პროექტის ასისტენტი, ინტერნი.

1995 – 1996 წწ. – ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მენეჯერი.

1994 – 1995 წწ. – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი "Human Development Report for Georgia" - პროექტის ასისტენტი.

1992 – 1994 წწ. – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

1991 - 1992 წწ. - გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის კომპიუტერული სისტემების ინჟინერი.
 

 


 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service