ENGLISH
 
ბანკის შესახებ > მენეჯმენტი > საბჭოს წევრები

   ბეჭდვა
ვაჟა ჯანყარაშვილი


 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი

 

დაბადების თარიღი:

12.02.1957

განათლება:

1979 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

სამეცნიერო წოდება:

იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება:

2012 წლის მაისიდან – საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.

2010 წ. 30 იანვრი - 2012 წ. მაისი - საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი.

2009–2010 წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2008–2009 წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2007–2008 წწ. საქართველოს გენერალურ პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

2004–2007 წწ. საქართველოს გენერალურ პროკურატურის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

2004 წ. აგვისტო - სექტემბერი - ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი.

2003–2004 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის უფროსი;

2000–2003 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი;

1995–2000 წწ. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის, შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიების კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილე; პროკურატურის ორგანოებში გამოძიების კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი;

1991–1995 წწ. წითელწყაროს რაიონის პროკურორი
 
1983–1991 წწ. საქართველოს სსრ პროკურატურა: კანცელარიის უფროსის კონსულტანტი, გამომძიებელი, პროკურორის თანაშემწე, საგამოძიებო სასამართლოს პროკურორი, კადრების განყოფილების პროკურორი.



 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service