ENGLISH
 
ბანკის შესახებ > მენეჯმენტი > საბჭოს წევრები

   ბეჭდვა
რობერტ სინგლეტარი


 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი

 

დაბადების თარიღი: 

07.02.1957

განათლება:  

1986 წელს დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (აშშ) იურიდიული სკოლა (სპეციალიზაცია-ფასიანი ქაღალდები), 1982 წელს დაამთავრა კათოლიკური უნივერსიტეტის იურიდული სკოლა (აშშ). 1979 წელს დაამთავრა ჩრდილოეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ) (სპეციალიზაცია-ეკონომისტი).

 

სამეცნიერო წოდება: 

ეკონომიკურ მეცნიერებათა ბაკალავრი. სამართლის მაგისტრი (ფასიანი ქაღალდების რეგულირების განხრით). სამართლის დოქტორი (სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა).    

ჯილდოები:
ღირსების ორდენი, საქართველო (2002)
ადვოკატთა კოლეგიის წევრი: აშშ-ს უზენაესი სასამართლო


სამუშაო გამოცდილება:   

2016 წლის დეკემბრიდან – საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.
2008 -დან დღემდე: "Lenzie Fisher Hendry LLC"-ის დირექტორი (საფინანსო სექტორის განვითარების სპეციალისტები);
2006-2008 წწ. პროექტის დირექტორი, სომხეთის საფინანსო  სექტორის განვითარების 16.7 მილიონ აშშ დოლარად ღირებული 5 წლიანი პროექტი ფოკუსირებული კაპიტალის ბაზრებზე, საბანკო სფეროზე, დაზღვევაზე და საპენსიო რეფორმაზე;
2002-2005 წწ. პროექტის დირექტორი, მაკედონიის საფინანსო  სექტორის განვითარების 7.5 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების 3 წლიანი პროქტი ფოკუსირებული კაპიტალის ბაზრებზე, ფასიან ქაღალდებზე, საპენსიო და საბუღალტრო სისტემების რეფორმაზე;
2000-2002 წწ. საქართველოს ეროვნული ფასიანი ქაღალდების კომისიის თავმჯდომარე;
რობერტ სინგლეტარის მიერ საფინანსო სექტორის განვითარების მიმართულებით შესრულებული სამუშაო მოიცავს 19 ფართომასშტაბიან პროექტს 12 ქვეყანაში: ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, სამხრეთ-აღმოსვლეთ ევროპა, შუა აღმოსავლეთი/ჩრდილოეთ აფრიკა და აზია. საკითხები მოიცავს:

-კაპიტალის ბაზრების ინფრასტრუქტურის შექმნა და ოპერაციები,
-საინვესტიციო ფონდები და საინვესტიციო ფირმის ოპერაციები,
-ახალი პროდუქტების განვითარება,
-კონსოლიდირებული ფინანსური რეგულაცია,
-იურიდიული და რეგულირების საკითხები,
-ფასიანი ქაღალდების ბაზარი

რობერტ სინგლატარის სამუშაო გამოცდილება ამერიკის კერძო სექტორში: აშშ-ს საინვესტიციო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი, საბროკერო ფირმის ფინანსებისა და ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი; ჩიკაგოს სავაჭრო საბჭოს წევრი (ამჟამად საკონტინენტთაშორისო ფიუჩერსების ბირჟა), ნიუ-იორკის სავაჭრო საბჭოს წევრი. მას ჩაბარებული აქვს აშშ-ს ყველა ძირითადი ფასიანი ქაღალდების ინდუსტრიის სალიცენზიო გამოცდები.


 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service