ENGLISH
 
კვლევები და გამოცემები > მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი

მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკურ გამოცემას. მასში გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს არა მარტო ფინანსურ, არამედ რეალურ, სამთავრობო და საგარეო სექტორებსაც.

ქვეყნის საბანკო სისტემის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაფართოების მიზნით და ახალ სტატისტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, ბიულეტენში რეგულარულად ქვეყნდება მონაცემები რეზიდენტებისა და არარეზიდენტების, ეროვნული ეკონომიკის სექტორებისა და საქმიანობის სახეების მიხედვით; ასევე საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ.

ბიულეტენში გამოქვეყნებული ინფორმაციის ძირითადი წყაროა საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მიერ წარმოდგენილი მონაცემები. ამასთან, გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები.

ბიულეტენი გამოდის ქართულ და ინგლისურ ენებზე და ყოველთვიურად ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე: http://www.nbg.ge. მისი მომხმარებლები არიან სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, აკადემიური წრეები და ფიზიკური პირები, საზღვარგარეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკები, საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკური სამსახურები.

მიმდინარე გამოცემა:

 იანვარი–ივნისი, 2018 წ. (3.60 MB)

წლიური გამოცემები:

   2017 (3.90 MB)
 2016 (3.80 MB)

 2015 (1.75 MB)
 2014 (2.25 MB)
   2013 (2.23 MB)
   2012 (1.70MB)
   2011 (1.69 MB)
   2010 (2.05 MB)
   2009 (0.99 MB)
   2008 (817 KB)
   2007 (1.21 MB)
   2006 (1.03 MB)
   2005 (1.04 MB)
   2004 (2.63 Mb)
   2003 (423 KB)
   2002 (522 KB)
   2001 (1.01 MB)

 

 
დაკავშირებული ბმულები:

გარე ბმულები:

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service