ENGLISH
 

02.07.2009   ბეჭდვა
დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციები

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშების და ვადიანი დეპოზიტების) მოცულობამ 2009 წლის 1 ივნისისათვის 2.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.4 პროცენტით მეტია 1 მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.
 
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2009 წლის 1 ივნისისათვის  73.9 პროცენტი შეადგინა. დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 10.2 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.7 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  10.1 პროცენტს.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 76.4 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 23.0  პროცენტს შეადგენს.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.gov.ge

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service