ENGLISH
 

01.07.2009   ბეჭდვა
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან.  იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საქართვე¬ლოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2009 წლის 31 მარტის მდგომარეობით 7703.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან 2242.9 მლნ აშშ დოლარი იყო სამთავრობო სექტორის ვალი (29.1%), 625.0 მლნ აშშ დოლარი (8,1%) – ეროვნული ბანკის, 1737.3 მლნ აშშ დოლარი (22.6%) – საბანკო სექტორის, 1079.2 მლნ აშშ დოლარი (14.0%) – სხვა სექტორებისა და 2019.3 მლნ აშშ დოლარი (26.2%) – კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 95.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში.

2009 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი შემცირდა 7.0 მილიონი აშშ დოლარით, აქედან 18.1 მილიონი მოდის სამთავრობო სექტორზე. მნიშვნელოვნად შემცირდა საბანკო სექტორისა (137.0 მლნ აშშ დოლარით) და სხვა სექტორების (43.8 მლნ აშშ დოლარით) ვალი, ხოლო ეროვნული ბანკისა და კომპანიათაშორისი სესხები გაიზარდა, შესაბამისად, 164.1 და 27.7 მილიონი აშშ დოლარით.

ვალდე¬ბულებების შემცირება დაფიქსირდა უცხოურ ვალუტაში (9.3 მლნ აშშ დოლარით). რაც შეეხება ვალს ეროვნულ ვალუტაში, იგი პერიოდის განმავლობაში 2.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 376.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის საგარეო ვალის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა გამოწვეული იყო ახალი სესხის აღებით სავალუტო ფონდიდან (190.9 მლნ აშშ დოლარი), რომელიც შემცირდა ადრე აღებული ვალის ნაწილის დაფარვით (11.0 მლნ აშშ დოლარი) და საკურსო ცვლილებით.

საბანკო სექტორში გრძელდება მოკლევადიანი ვალის გრძელვადიანი ვალით ჩანაცვლების პროცესი. საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის მოკლევადიანი ვალი 162.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო გრძელვადიანი – 25.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მთლიანი საგარეო ვალი 2009 წლის პირველ კვარტალში ოპერაციული ცვლილებებით გაიზარდა 90.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად შემცირდა 97.6  მლნ აშშ დოლარით, რაც ძირითადად გამოწვეულია ევროს კურსის შემცირებით დოლართან მიმართებაში.

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service