ENGLISH
 

30.12.2008   ბეჭდვა
კომერციული ბანკების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები

2008 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით. წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1219.1 მლნ ლარით, ანუ 16.9 პროცენტით გაიზარდა და 8427.2 მლნ ლარი შეადგინა.

წლის დასაწყისიდან საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები (სააქციო კაპიტალი) 107.5 მლნ ლარით (7.3 პროცენტით) გაიზარდა და 1578.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 18.7 პროცენტს შეადგენს. განაღდებული საწესდებო კაპიტალის ზრდამ 117.8 მლნ ლარი, ანუ 25.9 პროცენტი შეადგინა. ბანკების რაოდენობა უცხოური კაპიტალის მონაწილეობით საწესდებო კაპიტალში, წლის დასაწყისთან შედარებით, გაიზარდა 12-დან  15 ერთეულამდე, და მათმა წილმა ბანკების საერთო განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 85.6 პროცენტი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 80.4-დან 77.6 პროცენტამდე შემცირდა.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge//index.php?m=306

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service