ENGLISH
 

29.12.2008   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს კონკურსს ვერცხლის სამახსოვრო მონეტების დიზაინის ესკიზისათვის

საქართველოს ეროვნული ბანკი ახალ სამახსოვრო მონეტებს მოჭრის. მონეტების დიზაინის ესკიზის დასამზადებლად ეროვნული ბანკი აცხადებს კონკურსს, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. კონკურსის თემებია:

  • ქართული ცეკვა. სერიიდან ქართული საშემსრულებლო ხელოვნება - ცეკვა „მთიულური";
  • საქართველოს ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობა. საქართველო UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში - ქალაქ მცხეთის უძველესი ძეგლი „ჯვრის მონასტერი"; ეროვნული საგანძური - ილორის წმინდა გიორგის ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე (ოჩამჩირე);
  • თავისუფალი თემა - საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების 90 წლის იუბილე;
  • საქართველოს ფლორა და ფაუნა - „ქართული ნაგაზი".

დეტალური პირობები  და შესრულების ვადები იხ. დანართის PDF ვერსიაში.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service