ENGLISH
 

17.07.2008   ბეჭდვა
აშშ–დან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა

მიმდინარე წლის ივნისის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება კვლავ გრძელდებოდა და მისმა მოცულობამ 84.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.9 მლნ აშშ დოლარით (32.9 პროცენტით) მეტია გასული წლის ივნისში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობაზე.

ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი, როგორც ყოველთვის, რუსეთზე მოდის - 53.5 მლნ აშშ დოლარი, რაც გზავნილების მთელი მოცულობის 63.4 პროცენტს შეადგენს. მომდევნო ადგილზე უკრაინაა 6.8 მლნ აშშ დოლარით, ანუ მთლიანი გზავნილების 8.1 პროცენტით.

საანალიზო პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, 1.6 მლნ აშშ დოლარით ნაკლები თანხა გადმოირიცხა აშშ-დან, რის გამოც ამ ქვეყანამ, მსხვილი დონორების შვიდეულის მესამე პოზიციიდან მეხუთეზე გადმოინაცვლა. ივნისში აშშ-დან გადმორიცხულმა თანხამ 3.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.   

შესაბამისად, მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა საბერძნეთმა - 3.8 მლნ აშშ დოლარით ანუ 4.5 პროცენტით. ასევე აგრძელებს ზრდას იტალიიდან შემოსული გზავნილების მოცულობა (3.7 მლნ აშშ დოლარი მიმდინარე წლის ივნისში, ნაცვლად 0.2 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში); ასევე საანგარიშო თვის განმავლობაში მკვეთრად (12-ჯერ) გაიზარდა გზავნილების მოცულობა სომხეთიდან და იგი 2.4 მლნ აშშ დოლარით მე-6 ადგილზე განთავსდა უმსხვილეს დონორ ქვეყანათა სიაში. მაისთან შედარებით შემცირდა ესპანეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობაც - 2.6 მლნ აშშ დოლარი მაისში და 2 მლნ აშშ დოლარი ივნისში.  

საქართველოში ფულადი გზავნილების 89.3 პროცენტი უმსხვილესი დონორი ქვეყნების შემდეგ შვიდეულზე მოდის:

ფულადი გზავნილების მოცულობა 2008 წლის ივნისი               

მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

2007 წლის

ივნისი

2008 წლის ივნისი

სულ               

84.4

100.0

100.0

რუსეთი

53.5

62.7

63.4

უკრაინა

6.8

2.0

8.1

საბერძნეთი

3.8

1.7

4.5

იტალია

3.7

0.3

4.4

აშშ

3.5

18.2

4.1

სომხეთი

2.4

0.3

2.8

ესპანეთი

1.7

3.1

2.0

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.6 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა, ანუ 2.2 მლნ აშშ დოლარით (22.6 პროცენტით) ნაკლები, ვიდრე 2007 წლის ივნისში. შემცირდა ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოდან რუსეთში (1.6 მლნ აშშ დოლარით) და 3.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უცხოეთიდან სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებს შორის ლიდერობენ: Anelik-ი - 18.4, Contact-ი - 18.0, Western Union-ი - 17.5, Unistream-ი - 16.4, Leader-ი - 5.5 Money Gram - 2.5 პროცენტით.

საქართველოდან ფულადი გზავნილების განხორციელებისას პოპულარობით სარგებლობენ Western Union-ი 47.3 პროცენტით და Anelik-ი - 20.3 პროცენტით. შემდეგ ადგილებზე მოდიან Intel Express-ი - 12.4, Unistream-ი - 5.7, Leader-ი - 5.0 და Contact-ი - 3.9 პროცენტით.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service