ENGLISH
 

01.06.2006   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საჩუქრად საბავშვო წიგნები გადასცეს

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა თბილისის N1 ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საჩუქრად ქართველი და უცხოელი ავტორების  საბავშვო წიგნები გადასცეს. წიგნების გადაცემას ეროვნული ბანკის თანამშრომლების გარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თამთა გოლუბიანი ესწრებოდა.   თბილისის N1 ბავშვთა სახლში ამჟამად 70-მდე ბავშვი ცხოვრობს. როგორც  სახლის დირექტორმა ნინო ყანდარელმა განაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს ბიბლიოთეკის მშენებლობა და წიგნადი ფონდის შექმნა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის თანამშრომლების მიერ შეგროვებული ქართველი და უცხოელი კლასიკოსი მწერლების სასკოლო ბიბლიოთეკა, ლექსთა კრებულები, ქართული და მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები და მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული  ატლასები ბავშთა სახლის წიგნადი ფონდისათვის ღირებული იქნება.    აღსაზრდელებს წიგნები საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდაძემ გადასცა. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ინიციატივა ბავშთა ზოგად განათლებას და განვითარებას შეუწყობს ხელს.  
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service