ENGLISH
 

24.06.2008   ბეჭდვა
იტალიიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 1 წლის მანძილზე 10-ჯერ გაიზარდა

მიმდინარე წლის მაისში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება კვლავ გაგრძელდა და მისმა მოცულობამ 80.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.4 მლნ აშშ დოლარით (14.7 პროცენტით) აღემატება 2007 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი, ტრადიციულად, რუსეთზე მოდის - 48.3 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რაც მთლიანი გზავნილების მოცულობის 60.0 პროცენტს შეადგენს. მსხვილ დონორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილი უკრაინას უკავია საქართველოში გადმორიცხული 5.8 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი გზავნილების 7.1 პროცენტია. საგულისხმოა, რომ უკვე მეორე თვეა უკრაინამ მსხვილი დონორი ქვეყნების წამყვან შვიდეულში აშშ-ს ერთი საფეხურით გაუსწრო, ეს კი უკრაინაში საქართველოდან სეზონურობით გამოწვეული შრომითი მიგრაციის ზრდით შეიძლება აიხსნას. აშშ-დან, საანალიზო პერიოდში, 5.1 მლნ აშშ დოლარი (საერთო მოცულობის 6.4 პროცენტი) გადმოირიცხა.

მსხვილი დონორების სიაში მეოთხეა საბერძნეთი 3.9 მლნ აშშ დოლარით და, შესაბამისად, 4.8-პროცენტიანი ხვედრითი წილით. წამყვან ხუთეულში სიახლე შეიტანა იტალიამ, რომლის ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მოცულობაში ერთი წლის მანძილზე (2007 წლის 31 მაისიდან 2008 წლის 31 მაისამდე) 10-ჯერ - 0.4 პროცენტიდან 4.6 პროცენტამდე გაიზარდა და  3.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (შარშან ანალოგიური მაჩვენებელი მაისის მონაცემებით მხოლოდ 0.3 მლნ აშშ დოლარი იყო). ასეთი მატება უკანასკნელ ერთ წელიწადში შრომითი მიგრაციის ზრდითაა განპირობებული.   

ასევე საანგარიშო თვის განმავლობაში მკვეთრად (35.1-ჯერ) გაიზარდა გზავნილების მოცულობა სომხეთიდან და იგი 2.0 მლნ აშშ დოლარით უმსხვილეს დონორ ქვეყანათა სიაში მეშვიდე ადგილზე განთავსდა.

საქართველოში ფულადი გზავნილების 88.0 პროცენტი უმსხვილესი დონორი ქვეყნების შემდეგ შვიდეულზე მოდის:

ფულადი გზავნილების მოცულობა 2008 წლის მაისი                

მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

2007 წლის

მაისი

2008 წლის მაისი

სულ             

80.6

100.0

100.0

რუსეთი

48.3

62.0

60.0

უკრაინა

5.8

1.7

7.1

აშშ

5.1

17.2

6.4

საბერძნეთი

3.9

2.4

4.8

იტალია

3.7

0.4

4.6

ესპანეთი

2.1

3.0

2.6

სომხეთი

2.0

0.1

2.5

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.9 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა, ანუ 2.3 მლნ აშშ დოლარით (22.7 პროცენტით) ნაკლები, ვიდრე 2007 წლის მაისში. შემცირდა ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოდან რუსეთში (2.4 მლნ აშშ დოლარით) და 3.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უცხოეთიდან სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებს შორის ლიდერობენ Contact-ი და Western Union-ი - 18.6 პროცენტით თითოეული, შემდეგ ადგილებზე არიან Anelik-ი - 16.8, Unistream-ი - 15.1, Быстрая Почта - 6.6, Money Gram-ი - 5.8 და Leader-ი - 5.2 პროცენტით.

საქართველოდან ფულადი გზავნილების განხორციელებისას პოპულარობით სარგებლობს Western Union-ი 43.6 პროცენტით და Anelik-ი - 17.4 პროცენტით. შემდეგ ადგილებზე მოდიან Быстрая Почта - 12.7, Leader-ი - 8.0, Unistream-ი - 7.6 და Contact-ი - 4.4 პროცენტით.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service