ENGLISH
 

08.04.2008   ბეჭდვა
ახალი სამახსოვრო მონეტისათვის „ოლიმპიადა, პეკინი 2008“ საუკეთესო ესკიზი გამოვლინდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სამახსოვრო მონეტების თემატიკის განსაზღვრისა და დიზაინის შესარჩევმა კომისიამ გამოავლინა საუკეთესო ესკიზი ახალი სამახსოვრო მონეტისათვის „ოლიმპიადა, პეკინი 2008". გამარჯვებული ესკიზის ავტორია მხატვარ-ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ესკიზის მიხედვით ოქროსა და ვერცხლის მონეტებს დაამზადებს.

პეკინის ოლიმპიადის თემატიკაზე სამახსოვრო მონეტის ესკიზის შესაქმნელად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2008 წლის თებერვლის დასაწყისში საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო კომისიას 23 ესკიზი წარედგინა, მათ შორის, ერთი ფინეთის ზარაფხანიდან.

„საქართველოს ხანგრძლივი და წარმატებული ოლიმპიური ტრადიციები აქვს. ამდენად, ახალი მონეტა კარგი სამახსოვრო საჩუქარი გახდება როგორც ქართველ ოლიმპიელთა, ასევე სპორტის ყველა გულშემატკივრისათვის. როგორც მოელიან, პეკინის ოლიმპიადაზე სპორტსმენთა რეკორდული რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი სურვილია, რომ პეკინის ოლიმპიადისადმი მიძღვნილი მონეტა პოპულარული გახდეს არამარტო საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service