ENGLISH
 

25.12.2007   ბეჭდვა
უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა კვლავ იზრდება

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება კვლავ აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა. თუ 2000-2005 წლებში ასეთი გზავნილების საშუალო წლიური მოცულობა, დაახლოებით, 180 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა (თვეში საშუალოდ 15 მლნ აშშ დოლარს), 2006 წელს ამ მაჩვენებელმა 544.7 (შესაბამისად, 45 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2007 წლის 11 თვეში 768.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (70 მლნ აშშ დოლარი), რაც 59.7 პროცენტით მეტია 2006 წლის ანალოგიური პერიოდის დონეზე. აღნიშნული ფულადი ნაკადების ასეთი სერიოზული ზრდა გამოიწვია მთელი რიგი ქვეყნებიდან მათმა მნიშვნელოვანმა მატებამ. 2007 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ამ სახის კაპიტალის ძირითადი ექსპორტიორები იყვნენ რუსეთი, აშშ, საბერძნეთი, ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი და ავსტრია  (იხ. ცხრილი), რომელთა წილად მოდის ამ პერიოდში საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების 87.9 პროცენტი.                  
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service