ENGLISH
 

23.10.2007   ბეჭდვა
საბანკო სექტორში დინამიკური ზრდა გაგრძელდა

2007 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 2006 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საბანკო სისტემის სტატისტიკური მაჩვენებლები კვლავინდებურად  სწრაფი ტემპით გაიზარდა.   საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 77.6 პროცენტით და  6.7 მილიარდი ლარი შეადგინა  (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 3.8 მილიარდი იყო);   სააქციო კაპიტალმა მოიმატა 109.2 პროცენტით და 1 მილიარდ 294 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 618.8 მილიონი ლარი იყო);   სესხები  64.9 პროცენტით, 4.19 მილიარდ ლარამდე გაიზარდა (2006 წლის ანალოგიური პერიოდში იგივე მაჩვენებელი 2.5 მილიარდი ლარი იყო).   სესხები ეროვნული ვალუტით გაიზარდა 61.6 პროცენტით და 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი 680.5 მილიონი ლარი იყო).     სესხები უცხოური ვალუტით  გაიზარდა 73.9 პროცენტით 1.86 მილიარდ აშშ დოლარამდე (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი  1.07 მილიარდი აშშ დოლარი იყო).      დეპოზიტები   (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარეშე) გაიზარდა 67.3 პროცენტით და 2.76 მილიარდი ლარი შეადგინა. (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი 1.65 მილიარდი ლარი იყო).     დეპოზიტები ეროვნული ვალუტით გაიზარდა 95.1 პროცენტით  975.9 მილიონ ლარამდე (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი 500.1 მილიონი იყო).     დეპოზიტებმა უცხოური ვალუტით მოიმატა 62.4 პროცენტით  და 1 მილიარდ 74 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი  661.1 მლნ აშშ დოლარი იყო).     დეპოზიტების დოლარიზაცია  5.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 64.6 პროცენტი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 69.7 პროცენტი იყო).   საბანკო სისტემის წმინდა მოგება  გაიზარდა 35.1 პროცენტით და 88.5 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის  ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 65.5 მილიონ ლარს შეადგენდა).    
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service