ENGLISH
 

22.08.2007   ბეჭდვა
კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობამ 2.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა

2007 წლის ივლისის ბოლოს,  2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების დეპოზიტების მოცულობა (ბანკთაშორისი და მთავრობის დეპოზიტების გარეშე) მკვეთრად, 932 მლნ ლარით (58 პროცენტით) გაიზარდა და 2.5 მლრდ ლარს მიაღწია.   საანალიზო პერიოდში ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მოცულობამ 73 პროცენტით მოიმატა და 877 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტებისამ 51 პროცენტით და 1.652 მლრდ ლარს გაუტოლდა.   2007 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 3 პროცენტული პუნქტით იკლო და 65.3 პროცენტი შეადგინა.   რაც შეეხება მხოლოდ ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების მოცულობას, 2007 წლის ივლისის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ეროვნულ ვალუტაში 203 პროცენტით გაიზარდა და 106 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 41 პროცენტით და 844 მლნ ლარს მიაღწია.      კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მოცულობის მატება ძირითადად განაპირობა ლარისადმი ნდობის ხარისხის ამაღლებამ და მიმდინარე ანგარიშების მოცულობის ზრდამ.  
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service