ENGLISH
 

21.08.2007   ბეჭდვა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად შეაფასა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა და „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) პროგრამის მეექვსე, დამასრულებელი  მიმოხილვის ფარგლებში 21.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ტრანში გამოყო. გადაწყვეტილება სავალუტო ფონდმა გუშინ, გვიან ღამით, აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღო. საერთაშორისო  სავალუტო ფონდის მიერ მიღებული საფინანსო რესურსები საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას მოხმარდა. „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე 149.4 მილიონი აშშ დოლარი ჩაირიცხა.  
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service