ENGLISH
 

23.07.2007   ბეჭდვა
ირლანდიური ბანკი AIB საქართველოს საბანკო სექტორში ინვესტიციის განთავსებას აპირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მსხვილი ირლანდიური ბანკის AIB (Allied Irish Banks Limited) ხელმძღვანელი პირები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობასა და ირლანდიური ბანკის ინტერესზე, რომელიმე ქართულ ბანკში განახორციელოს ინვესტიცია. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე  მიესალმა  ინლანდიური ბანკის სურვილს და განაცხადა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა საქართველოს ეკონომიკის ერთ–ერთი ყველაზე მზარდი სექტორია. მისი თქმით, 2007 წელს  საქართველოს ეკონომიკაში მოსალოდნელია 2–2.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება. აქედან მხოლოდ საბანკო სექტორზე კი – 700 მილიონი აშშ დოლარი. ირლანდიური ბანკი AIB (Allied Irish Banks Limited) შეიქმნა ირლანდიაში 1966 წელს სამი ბანკის – Munster and Leinster Bank Limited (დაარსდა 1885 წელს), the Provincial Bank of Ireland Limited (დაარსდა 1825 წელს) and the Royal Bank of Ireland Limited (დაარსდა 1836 წელს) შერწყმის საფუძველზე. დღეისათვის ბანკში მუშაობს 25 ათასზე მეტი ადამიანი. 2005 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, AIB–ს  მთლიანი აქტივები 133 მილიარდი ევროს შეადგენს. .
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service