ENGLISH
 

18.07.2007   ბეჭდვა
რომან გოცირიძე: საერთაშორისო რეიტინგი ქვეყნისათვის ნდობის გამოცხადების მაჩვენებელია

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ საქართველოს სუვერენული „BB-“ მიენიჭა.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველო უკვე მესამე წელია პერმანენტულად იმაღლებს სუვერენულ რეიტინგს, ქვეყნის ეკონომიკის  სტაბილურად დინამიკურ განვითარებაზე მიუთითებს. „ნებისმიერი საერთაშორისო რეიტინგი ქვეყნისათვის ნდობის გამოცხადების მაჩვენებელია. იგი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ეკონომიკით უცხოელი ინვესტორების, განსაკუთრებით ე.წ. მომლოდინე ინვესტორების, დაინტერესებას, რომელთათვისაც მსგავსი რეიტინგები ბიძგის მიმცემია ინვესტიციის განსახორციელებლად,“ – აღნიშნა რომან გოცირიძემ.     „Fitch Ratings“ მეორე სარეიტინგო  სააგენტოა „Standard & Poors“–ის შემდეგ, რომელმაც საქართველოს სუვერენული რეიტინგი მიანიჭა.  
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service