ENGLISH
 

13.07.2007   ბეჭდვა
საქართველოში პლასტიკური ბარათების რაოდენობამ მილიონ 511 ათას ერთეულს გადააჭარბა

საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთი ინსტრუმენტის – პლასტიკური ბარათების რაოდენობამ, 2007 წლის პირველი ექვსი თვის მდგომარეობით, მილიონ 511 ათას ერთეულს გადააჭარბა. ეს ციფრი მოიცავს ლოკალური სარგებლობის ბარათების რაოდენობასაც, რომელმაც საანალიზო პერიოდისთვის 233 ათასი შეადგინა. მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით პლასტიკური ბარათების რაოდენობამ (სს „საქართველოს სახალხო ბანკის“ ლოკალური სარგებლობის ბარათების ჩათვლით) 365 ათასით (32 პროცენტით) მოიმატა.   პლასტიკური ბარათების მეშვეობით, 2007 წლის იანვარ-ივნისში, ქვეყნის შიგნით 990.3 მლნ ლარის მოცულობის 7 მლნ ოპერაცია განხორციელდა. მათ შორის,  VISA პლასტიკური ბარათებით შესრულდა 794.4 მლნ ლარის ოდენობის 6 მლნ ოპერაცია, EC/MC-ით (ევროქარდ-მასტერქარდი) – 152.4 მლნ ლარის მოცულობის 568 ათასი და G/C-ის (ჯეორჯიან ქარდის) და P/C -ის (სს „საქართველოს სახალხო ბანკის“ ლოკალური ბარათები) გამოყენებით – 43.5 მლნ ლარის მოცულობის 870  ათასი ოპერაცია.   საქართველოში ემიტირებული პლასტიკური ბარათებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოებულია 61 მლნ ლარის მოცულობის 118 ათასი ოპერაცია, მათ შორის, VISA პლასტიკური ბარათებით – 49.9 მლნ ლარის 106.5 ათასი ოპერაცია, EC/MC-ის მეშვეობით 10,5 მლნ ლარის ოდენობის 11.8 ათასი ოპერაცია.   მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში უცხოეთში გამოშვებული პლასტიკური ბარათებით საქართველოში განხორციელდა 92.1 მლნ ლარის მოცულობის 275 ათასი ოპერაცია. მათ შორის, VISA პლასტიკური ბარათებით შესრულებულია 68.7 მლნ ლარის 234 ათასი ოპერაცია, ხოლო EC/MC-ით წარმოებულია 22 მლნ ლარის 40 ათასი ოპერაცია.  
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service