ENGLISH
 

11.07.2007   ბეჭდვა
2007 წლის პირველ ექვს თვეში საბანკო სექტორის დინამიკური ზრდა გაგრძელდა

2007 წლის ივნისის ბოლოს, 2006 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საბანკო სისტემის სტატისტიკური მაჩვენებლები კვლავინდებურად  სწრაფი ტემპით გაიზარდა.   წინასწარი მონაცემებით   საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები გაიზარდა 70.2 პროცენტით და  5.7 მილიარდი ლარი შეადგინა  (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 3.4 მილიარდი იყო);   სააქციო კაპიტალმა მოიმატა 97.3 პროცენტით და 1 მილიარდ 53 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 534 მილიონი ლარი იყო);   ეკონომიკაზე გაცემული სესხები  57.5 პროცენტით, 3.52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა (2006 წლის ანალოგიური პერიოდში იგივე მაჩვენებელი 2.2 მილიარდი ლარი იყო);   სესხები ეროვნული ვალუტით გაიზარდა 52.8 პროცენტით და 910.9 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი 596.3 მილიონი ლარი იყო);   სესხები უცხოური ვალუტით გაიზარდა 69 პროცენტით 1.56 მილიარდ აშშ დოლარამდე (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი  925.5 მილიონი აშშ დოლარი იყო);     დეპოზიტები  გაიზარდა 55.8 პროცენტით და 2.4 მილიარდი ლარს აღემატება. (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი 1.56 მილიარდი ლარი იყო);   დეპოზიტები ეროვნული ვალუტით  გაიზარდა 53.5 პროცენტით  802.4 მილიონ ლარამდე (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი 522.7 მილიონი იყო);   დეპოზიტებმა უცხოური ვალუტით მოიმატა 66.7 პროცენტით  და 970.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი  582.3 მლნ იყო);   დეპოზიტების დოლარიზაციამ  66.9 პროცენტი შეადგინა, რაც 2006 წლის 31 დეკემბრის მონაცემზე 2.5 პროცენტით ნაკლებია;   საბანკო სისტემის წმინდა მოგება გაიზარდა 80.3 პროცენტით და 68.7 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის  ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 38.1 მილიონ ლარს შეადგენდა);   საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები - 2007 წლის 29 ივნისის მდგომარეობით, 2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 127 პროცენტით და 1 მილიარდ 220 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.      
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service