ENGLISH
 

03.07.2007   ბეჭდვა
ისტორიულმა მაქსიმუმმა 1 მილიარდ 250 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნულ ბანკს მხოლოდ სამი დღე დასჭირდა უცხოური ვალუტის რეზერვების ახალი ისტორიული მაქსიმუმის გადასალახად. 2007 წლის 3 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობამ 1 მილიარდ 252 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3 დღის წინანდელ მაჩვენებელს 93 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.   უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობის მატება გამოიწვია ენერგეტიკის ობიექტების პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა და საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო შესყიდვებმა. უცხოური რეზერვების ახალი მაჩვენებელი 2006 წლის 31 დეკემბრის მონაცემზე (882 მლნ აშშ დოლარი) 41 პროცენტით მეტია.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service