ENGLISH
 

25.12.2006   ბეჭდვა
სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა

25 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩატარებულ 14-დღიან და 28-დღიან სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. ორივე აუქციონზე ათ-ათი მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. კომერციული ბანკების მხრიდან 14-დღიან აუქციონზე განაცხადი შემოვიდა 4 კომერციული ბანკიდან, სულ 18.55 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო 28-დღიანზე 5 კომერციული ბანკიდან, 25.3 მლნ ლარის ოდენობით. საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა, შესაბამისად, 10.72 და 11.29 პროცენტი, ხოლო მინიმალურმა კი 10 და 10.5 პროცენტი შეადგინა.   აღსანიშნავია, რომ აუქციონებზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთები ნაკლებია არა მარტო წინა აუქციონზე დაფიქსირებულ (12%) საპროცენტო განაკვეთებზე, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მცირე განაკვეთია აუქციონების გამართვის პერიოდში. დღეისათვის კომერციული ბანკების მხრიდან ამ ინსტრუმენტის მიმართ დაინტერესება საგრძნობლადაა გაზრდილი. ბოლო პერიოდში, როგორც წესი, კომერციული ბანკების მოთხოვნები გამოცხადებულ ემისიებს აღემატება.  
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service