ENGLISH
 

22.12.2006   ბეჭდვა
უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები შარშანდელთან შედარებით 128 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

2006 წლის იანვარიდან ნოემბრის ჩათვლით უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების საშუალებით 481 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (353 მილიონი აშშ დოლარი) 128 მლნ აშშ დოლარით (36 პროცენტით) აღემატება.   რაც შეეხება ფულადი გზავნილების გეოგრაფიას, 2006 წლის დასაწყისიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი – 323 მლნ აშშ დოლარი (67 პროცენტი) რუსეთის ფედერაციიდან, 51 მლნ აშშ დოლარი (11 პროცენტი) ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 14 მლნ აშშ დოლარი (3 პროცენტი) საბერძნეთიდან გადმოირიცხა.    საანალიზო პერიოდში ასევე გაიზარდა საქართველოდან განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობაც. 2006 წლის იანვარიდან ნოემბრის ჩათვლით ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემებით ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გადარიცხულია 125 მლნ აშშ დოლარი, რაც 49 მლნ აშშ დოლარით (39 პროცენტით) აღემატება 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (76 მილიონი აშშ დოლარი). საქართველოს მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხებიდან ყველაზე მეტი – 74 მლნ აშშ დოლარი (59 პროცენტი) რუსეთზე მოდის, მეორე ადგილზეა უკრაინა, სადაც 7.5 მლნ აშშ დოლარი (6 პროცენტი) გადაიგზავნა, შემდეგ აშშ – 6.2 მლნ აშშ დოლარის (5 პროცენტი) ფულადი გზავნილებით.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service