ENGLISH
 

19.12.2006   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების ზრდის მორიგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა მორიგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 809 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით, მათი მოცულობა 70 პროცენტით გაიზარდა.   ცნობისათვის: საქართველოს ეროვნული ბანკის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2006 წლის 4 იანვარს 475 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, მაშინ, როდესაც 2004 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი მხოლოდ 191.953 მილიონი აშშ დოლარი იყო. 1995 წლის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყველაზე ნაკლები მოცულობის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი, დაახლოებით 62 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, 1998 წლის 8 დეკემბერს ჰქონდა.   მიმდინარე წლის ბოლომდე მოსალოდნელია სავალუტო რეზერვების ზრდა რამდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service