ENGLISH
 

11.12.2006   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ობლიგაციებით წარმატებული ვაჭრობა გრძელდება

საქართველოს ეროვნული ბანკში სახელმწიფო ობლიგაციებით წარმატებული ვაჭრობა გრძელდება. რიგით მეორე აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები ორმა კომერციულმა ბანკმა შეისყიდა. ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადა 2007 წლის 15 დეკემბერი იქნება, შემოსავლიანობა წლიურ 13%-ს შეადგენს.  აუქციონზე დაფიქსირებულმა მინიმალურმა საპროცენტო განაკვეთმა 13%, მაქსიმალურმა 13.00% და საშუალო შეწონილმა კი - 13.00% შეადგინა. ვაჭრობაში მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს ბანკმა“ და „კასკადბანკმა“.   საქართველოს ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ობლიგაციების რიგით მესამე აუქციონი 13 დეკემბერს გაიმართება, სადაც 10 მლნ ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდება.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service