ENGLISH
 

28.11.2006   ბეჭდვა
მცირე ზომისა და წონის ოქროს საინვესტიციო მონეტები ეროვნულ ბანკში კვლავ იყიდება

„ოქროს საწმისის“ გამოსახულებით ოქროს საინვესტიციო მონეტები საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ბანკის რეგიონულ ფილიალებში სწრაფად გაიყიდა. მომხმარებელთა მხრიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მცირე ზომისა და წონის ოქროს მონეტები, რომელიც რეალიზებაში გამოსვლიდან ძალიან მალე მთლიანად გაიყიდა.   საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაითვალისწინა მომხმარებელთა ინტერესი ამ სახის პროდუქციის მიმართ და მცირე ზომისა და წონის მონეტების დამატებითი პარტია შეუკვეთა. ახალი მონეტები, ძველის მსგავსად, ავსტრიის ზარაფხანაში დამზადდა.     ოქროს მონეტების ყველა ნომინალის ყიდვა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში კვლავ შესაძლებელია მთელი დღის განმავლობაში – 10.00-დან 13.00-მდე და 14.10-დან 15.30-მდე.   „ოქროს საწმისის“ ოქროს მონეტების სარეალიზაციო ფასი განისაზღვრება „ლონდონის ძვირფასი ლითონების ზოდების ბაზრის ასოციაციის“ (London  Bullion  Market  Association) ვაჭრობებზე დადგენილი ოქროს ფასის მიხედვით. ლონდონში ვაჭრობა დღეში ორჯერ იმართება. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში „ოქროს საწმისის“ მონეტებზე ფასის გაანგარიშებაც დღეში ორჯერ მოხდება. 10.00-დან 13.00 საათამდე ოქროს საინვესტიციო მონეტების რეალიზაცია განხორციელდება „ლონდონის ძვირფასი ლითონების ზოდების ბაზრის ასოციაციაში“ წინა დღის მეორე ნახევარში (ლონდონის დროით 15.00 საათზე) დაფიქსირებული ფასის საფუძველზე‚ ხოლო 14.10-დან 15.30-მდე ოქროს საინვესტიციო მონეტები გაიყიდება ლონდონში იმავე დღის პირველ ნახევარში (ლონდონის დროით 10.30 საათზე) დადგენილი ფასის მიხედვით.    ინფორმაცია „ოქროს საწმისის“ საინვესტიციო მონეტების სარეალიზაციო ფასის შესახებ განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე – www.nbg.gov.ge
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service