ENGLISH
 

16.02.2001   ბეჭდვა
საქართველოს კომერციულ ბანკებში საერთაშორისო სააღრიცხვო სტანდარტების დანერგვის პროექტის შესახებ

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, საერთაშორისო სააღრიცხვო სტანდარტების დანერგვა წარმატებით დასრულდა. პრეზიდენტის 1998 წლის 5 თებერვლის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოში არსებული ყველა ლიცენზირებული ბანკი ვალდებულია 2001 წლის 1იანვრიდან გადავიდეს საერთაშორისო სააღრიცხვო სისტემებზე. ამ პროცესში ტექნიკური დახმარების აღმოჩენის მიზნით ევროკავშირის ტასისის პროგრამამ საბანკო განვითარების პროექტი დააფინანსა საქართველოს ეროვნულ ბანკში. პროექტის განხორციელება 1999 წელს დაიწყო და მასში ერთობლივად მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის, ბანკების ასოციაციის და GCG აუდიტის წარმომადგენლებთან. პროექტი განახორციელა ბრიტანულმა კომპანიამ "Development Partnerships Oxford". მისი ორგანიზატორების განცხადებით პირველმა ეტაპმა მოიცვა ახალ ანგარიშთა გეგმაზე გადასვლა,კომპიუტერული სისტემების ადაპტაცია და მათი ტესტირება. პროექტის მეორე ეტაპის განმავლობაში განხორციელდა ბანკების საბუღალტრო ბალანსისა და მოგების მაჩვენებელთა მონიტორინგი,რის საფუძველზეც პროექტის ექსპერტების მიერ მომზადდა რეკომენდაციები. ბოლო ეტაპზე ჩატარდა სებ-ის , ბანკების ასოციაციისა და GCG აუდიტის 6 ექსპერტისაგან შემდგარი ჯგუფის ტრეინინგი ბასს-ის საკითხებში. პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი მის მიერ რეგიონალური ბანკების დახმარება იყო. ტასისის აღნიშნული პროექტის წარმატება, მისი დირექტორის ჰენრი ნაითის განცხადებით, მთლიანად საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და საერთაშორისო სააღრიცხვო სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა ცუცქირიძის განცხადებით, ამ პროექტით საქართველოში დაინერგა ევროპის ხუთსაუკუნოვანი გამოცდილება, რითაც პირველ რიგში გამჭირვალე გახდა ბანკების მუშაობ. ყველაზე მნიშვნელოვნი კი ის არის,რომ ამით ბანკებმა მოახდინეს მენეჯმენტის მთლიანი რეორგანიზაცია.მისივე აზრით, მომავალში ბაზარზე იარსებებენ ბანკები, რომელთაც ექნებათ საინვესტიციო რესურსი და პროგნოზირებადი სტრატეგია.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service