ENGLISH
 

27.04.2021   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

2021 წლის 27 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 73 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.450 პროცენტით, მაქსიმალური 8.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  8.650 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

<< უკან

 
 
Copyright © 2021 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service