ENGLISH
 

26.04.2021   ბეჭდვა
კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

2021 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში)  848.44 მლნ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.1 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი აპრილისათვის 58.15 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.26 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.76 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/

assets__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xlsx

<< უკან

 
 
Copyright © 2021 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service