ENGLISH
 

27.03.2001   ბეჭდვა
სსფ-ის მორიგი ტრანშის მიღების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო სამმართველოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 მარტს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის "სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის" პროგრამის ფარგლებში, ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო სისტემაში არსებულ სებ-ის ანგარიშზე 11,5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის მეორე ტრანში ჩაირიცხა. აღნიშნული კრედიტი მთლიანად სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვის შევსებას მოხმარდება. ამ ეტაპისათვის სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 120 მლნ აშშ დოლარს აღემატება. სებ-მა მიმდინარე წლის 23 იანვარს უკვე მიიღო აღნიშნული პროგრამის პირველი ტრანში 11,7 მლნ აშშ დოლარის მოცულობით. სავალუტო სამმართველოს ინფორმაციითვე დამაიმედებელია, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდა გრძელდება, რაც უპირველეს ყოვლისა ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მიმდინარე წლის12 იანვარს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, სიღატაკის დაძლევის სამწლიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოს 141 მლნ აშშ დოლარი გამოუყო.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service