ENGLISH
 

12.02.2021   ბეჭდვა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი მხარს უჭერენ საქართველოს ეროვნული ბანკის ინიცირებულ პროგრამას კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის

ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კაპიტალის ბაზრების განვითარების გუნდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას გაუწევს მხარდაჭერას. პროგრამა მიზნად ისახავს კომპანიების კაპიტალურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას.

პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ტექნიკური მხარდაჭერა, განსაზღვრული კრიტერიუმებით შერჩეულ  კომპანიებს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის საშუალებით დაფინანსების მოპოვებასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტიციების  მობილიზებაში დაეხმარება. 

პროგრამა ითვალისწინებს ინდივიდუალური კომპანიებისთვის საჭიროებაზე მორგებულ საკონსულტაციო სერვისების/მომსახურებების მიწოდებას ან/და ფინანსურ მხარდაჭერას, ისეთ საკითხებში, როგორიცაა საკრედიტო რეიტინგის მოპოვება, კორპორაციული მმართველობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესება, საჯარო ემისიის პროსპექტის მომზადება და სხვა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

<< უკან

 
 
Copyright © 2021 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service