ENGLISH
 

09.04.2001   ბეჭდვა
ლეშეკ ბალცეროვიჩის ეროვნულ ბანკში სტუმრობის შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში ლეშეკ ბალცეროვიჩს შეხვდა. პრეზიდენტის მრჩეველი გაეცნო საქართველოს საბანკო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს. ირაკლი მანაგაძის თქმით, შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის პოლონელ კოლეგასა და პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველს ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის შესახებ თხოვნით ოფიციალურად მიმართავს. მანაგაძის ინფორმაციით, სებ–ს პოლონელი კოლეგების დახმარება განსაკუთრებით მონეტარული სტატისტიკისა და კვლევის კუთხით ესაჭიროება.ბალცეროვიჩის ფიგურის შესახებ საუბრისას, სებ–ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული ეკონომისტის მიერ გაწეული რეკომენდაციები უდავოდ სასარგებლო იქნება. მისივე თქმით, საუბარი არ არის იმაზე, რომ მისი რეკომენდაციებით ერთ დღეში კარდინალურად შეიცვლება და გაუმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა. ბალცეროვიჩის აზრს ანგარიში ჯერ კიდევ 2001 წლის ბიუჯეტზე მსჯელობის პერიოდში გაეწია, როდესაც ეროვნული ბანკის მიერ მთავრობის დაკრედიტებასთან დაკავშირებით საუბარი მიმდინარეობდა.შეხვედრაზე ლეშეკ ბალცეროვიჩმა ქვეყნის ეკონომიკისათვის ცენტრალური ბანკის ფულად საკრედიტო და საზედამხედველო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკის ეფექტურად წარმართვისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული ბანკის, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურის ფუნქციონირებას. ლეშეკ ბალცეროვიჩი აშშ–ს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩევლად გასული წლის ზაფხულიდან მოღვაწეობს. ამ რამდენიმე თვის წინ კი იგი პოლონეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად დაინიშნა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service