ENGLISH
 

10.04.2001   ბეჭდვა
სებ-ში „აბსოლუტბანკის“ თაობაზე გამართული მსჯელობის შესახებ

ს/ს კომერციულ ბანკ "აბსოლუტსა" და ს/ს "ბანკ ქართუს" შორის 10 აპრილს ხელი მოეწერა წინასწარგანზრახულობათა ოქმს, რომლის თანახმად "ბანკი ქართუ" გადაიფორმებს "აბსოლუტის" აქტივებსა (მოთხოვნებს) და პასივებს (ვალდებულებას). ოქმს "აბსოლუტის" მხრიდან ხელი მოაწერა დროებითმა ადმინისტრატორმა ლევან ნოზაძემ, ხოლო "ბანკი ქართუს" მხრიდან გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჩრდილელმა. ფინანსური პრობლემების გამო 23 მარტიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ს/ს კომერციულ ბანკ "აბსოლუტში" დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა. ამჟამად დროებითი ადმინისტრაცია "აბსოლუტში" სრულ ინვენტარიზაციას ახორციელებს.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service