ENGLISH
 

28.12.2020   ბეჭდვა
კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

2020 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში)  1.99 მლრდ ლარით, ანუ 3.69 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.26 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი დეკემბრისათვის 55.9 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.74 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.27 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/

assets__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xlsx

<< უკან

 
 
Copyright © 2021 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service