ENGLISH
 

24.11.2020   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

2020 წლის 24 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო  ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 155 617 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.240 პროცენტით, მაქსიმალური 8.280 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  8.265 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

<< უკან

 
 
Copyright © 2021 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service