ENGLISH
 

12.11.2020   ბეჭდვა
EBRD-ი ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს

"ბანკებისთვის უფრო მეტი დისკრეციული უფლებამოსილების მისაცემად  გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულება შეცვალა და თავისი გამჭვირვალობა და კომუნიკაცია გაზარდა. ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შექმნამ, რომელიც 2019 წლის დეკემბერში დამტკიცდა, საქართველოს ფინანსური მდგრადობა გააძლიერა", - აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონის 2020-21 წლების გარდამავალი პერიოდის ანგარიშში.

EBRD-ის შეფასებით, მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად, Covid19-ის საპასუხოდ და ეკონომიკის დასახმარებლად, ეროვნულმა ბანკმა კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნები შეამცირა, ნორმატიული/მარეგულირებელი მოთხოვნები შეამსუბუქა რათა ხელი შეეწყო სესხების რესტრუქტურიზაციისთვის, და დაბალი ინფლაციური წნეხის პირობებში მონეტარული პოლიტიკა შეამსუბუქა.  

ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ბოლოს მიღებული ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულების  შეცვლის მიზანი წესებზე დამყარებული მიდგომიდან პრინციპებზე დამყარებულ მიდგომაზე გადასვლა იყო, რაც ბანკებს რისკების სამართავად უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს.

EBRD-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის გამოქვეყნება და რისკებისა და  ფინანსური სისტემის მოწყვლადობის წლიური შეფასება  8 წლის შემდეგ - 2019 წლის სექტემბერში განახლდა. იმავე თვეს, ეროვნულმა ბანკმა მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგია გამოქვეყნა, რომელიც ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შუალედურ მიზნებს განსაზღვრავს. საზედამხედველო სტრატეგია რეგულატორისთვის 2020-22 წლების სტრატეგიულ პრიორიტეტებს  აყალიბებს და ამ პრიორიტეტების აღსრულებისთვის სპეციფიკურ აქტივობებს აღწერს.  

COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული საგანგებო ნაბიჯები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.


წყარო: https://www.ebrd.com/publications/transition-report-202021-georgia

 

 

 

 

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service