ENGLISH
 

06.11.2020   ბეჭდვა
ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულ საწარმოთა განახლებულ სიას აქვეყნებს

"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 29 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სტატუსი შეეცვალა პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისა და მათი ემიტენტების ნაწილს. კერძოდ, განახლებული კანონის IX1 თავში განმარტებულია კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში პრივატიზებულ საწარმოებს ეხსნებათ ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსი, ხოლო შესაბამისად ასეთი საწარმოების ფასიანი ქაღალდები არ მიიჩნევა საჯარო ფასიან ქაღალდებად.

ცვლილებების შედეგად, ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსი უნარჩუნდება ისეთ საწარმოს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ კრიტერიუმს:

  • სავაჭროდ დაშვებულია საქართველოს საფონდო ბირჟის სალისტინგო თუ არა-სალისტინგო კატეგორიაში;
  • წარმოადგენს I/II ზომით კატეგორიის საწარმოს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ კრიტერიუმების შესაბამისად;
  • დამტკიცებული აქვს საჯარო ემისიის პროსპექტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა სრულად დაფარული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა);
  • საქართველოს ეროვნულ ბანკს ა/წ 7 ოქტომბრამდე წარუდგინა ან საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან მოხსნის მომენტიდან 3 თვის განმავლობაში წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც იგი ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვს;

ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად, განახლებული ანგარიშვალდებული საწარმოების სია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=487

 

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service