ENGLISH
 

02.01.2002   ბეჭდვა
საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესახებ

2002 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 159 მლნ აშშ დოლარს აღემატება, რაც 1999 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. გასული წლის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსების საგარეო წყაროებიდან სსფ-ის სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის 141 მლნ-იანი პროგრამის ფარგლებში ქვეყანამ 2001 წლის 24 იანვარს 11.7 მლნ, 23 მარტს 11.455 მლნ, ხოლო 5 ნოემბერს 11.5 მლნ  მიიღო. გარდა ამისა, 2001 წლის 28 და 30 დეკემბერს ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო სისტემაში არსებულ სებ-ის ანგარიშზე მსოფლიო ბანკის SAC III-ის და ESAC-ის 18.5 მლნ  და11.4 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო რესურსები ჩაირიცხა.     რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო რესურსების შევსების შიდა წყაროს, 2001 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ელექტრონულ სავაჭრო სესიებზე 35428000 აშშ დოლარი შეიძინა, რაც ასევე საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას მოხმარდა.  დამაიმედებელია, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა იზრდება, რაც უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service