ENGLISH
 

21.10.2020   ბეჭდვა
ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე აცხადებს კონკურსს

საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტების დიზაინის შექმნის მიზნით, აცხადებს კონკურსს შემდეგ ორ თემაზე: დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე (სერიიდან „საქართველოს მეფეები")

საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკი მუშაობს საკოლექციო მონეტების სერიაზე "საქართველოს მეფეები". აღნიშნული სერიის ფარგლებში, 2021 წელს დაგეგმილია საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვება მეფე დავით IV აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე.

საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service