ENGLISH
 

15.01.2003   ბეჭდვა
სებ-ის სავალუტო რეზერვების მოცულობის შესახებ

2002 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური სავალუტო რეზერვები 42.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 200 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. კერძოდ,  წლის ბოლოს მათი მოცულობა 201.5 მლნ დოლარს გაუტოლდა. ასეთი დიდი მოცულობის რეზერვები სებ-ს უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში არ ჰქონია.  სავალუტო რეზერვების ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პარამეტრების დაცვით ხორციელდება და  ეროვნული ვალუტის – ლარის – გაცვლითი კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია.  საქართველოში მოქმედი მცურავი კურსის სავალუტო რეჟიმის პირობებში, როცა ამერიკული დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი საბაზრო მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება და ეროვნული  ბანკის ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე მხოლოდ უცხოური ვალუტის შესყიდვით შემოიფარგლება (მოთხოვნასთან შედარებით მიწოდების მეტობის შემთხვევაში), სავალუტო რეზერვების ძირითადი დანიშნულება ქვეყნის საგარეო ვალების შეუფერხებელი მომსახურეობაა. 2002 წელს ამ მიზნით დაიხარჯა დაახლოებით 58 მლნ დოლარი, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და დონორი სახელმწიფოებიდან მიღებული დაფინანსებით რეზერვები 56 მლნ აშშ დოლარით შეივსო. სსფ-ის კრედიტი – 30 მლნ, მსოფლიო ბანკის არასაინვესტიციო კრედიტი – 20 მლნ და ჰოლანდიის მთავრობის გრანტი - 6 მლნ აშშ დოლარი. ამას გარდა, შიდა სავალუტო ბაზარზე ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა  40.5 მლნ აშშ დოლარი.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service