ENGLISH
 

27.07.2020   ბეჭდვა
კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

2020 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 172.84 მლნ ლარით, ანუ 0.35 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.97 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ივლისისათვის 49.28 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.20 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.56 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: 

https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/
assets__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xlsx

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service