ENGLISH
 

19.06.2020   ბეჭდვა
ADB - ი ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს

"ეროვნულმა ბანკმა სწრაფად შეამსუბუქა რეგულაციები და წარმატებით დაასტაბილურა გაცვლითი კურსი, მაშინ როდესაც კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს კრედიტების გრაფიკით დაფარვა გადაუვადეს", - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეინ როზენტალი წერს.

ADB-ის წარმომადგენელი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში საუბრობს საქართველოს საფინანსო სექტორის მდგრადობაზე და აღნიშნავს, რომ არსებულ გამოწვევებს ის სრულად მომზადებული შეხვდა.

"ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს საშუალება მისცა, უკეთესად გამოიყენონ კაპიტალის ბუფერები საკრედიტო ოპერაციებისა და ზარალის შესარბილებლად. ლიკვიდობის მისაწოდებლად, ასევე, გამოიყენება სხვა ინსტრუმენტები, რაც საპროცენტო განაკვეთების ზრდის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. შედეგად, რეალურ ეკონომიკაში კრიტიკული რესურსების უწყვეტი მოძრაობაა", - აღნიშნა შეინ როზენტალიმ.

COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული საგანგებო ნაბიჯები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service