ENGLISH
 

16.06.2020   ბეჭდვა
საფინანსო სექტორთან ვიდეოკონფერენცია გაიმართა

კობა გვენეტაძე ვიდეოკონფერენციის ფორმატში საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ საკითხებს, საკრედიტო ხარისხისა და სესხების შესაძლო დანაკარგების შეფასებას და კომერციული ბანკების მიერ სტრეს ტესტების ჩატარებასა და შედეგების ეროვნულ ბანკთან წარდგენას.

ვიდეოკონფერენციის დროს კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორის წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები გააცნო და უახლოეს დღეებში მისი გამოქვეყნება დააანონსა. 

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service