ENGLISH
 

15.06.2020   ბეჭდვა
ეროვნული ბანკის პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემის მთავარი ინსტრუმენტი დადებითად შეფასდა

საქართველოს ეკონომიკის მოდელი GEMO ეროვნული ბანკის პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემის მთავარი ინსტრუმენტია. მის შედეგებს, მაკროეკონომიკური ცვლადების პროგნოზის სახით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე დიდი ზეგავლენა აქვს. შესაბამისად, ამ მოდელის სანდოობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

ტობიას ცვიკი (PhD - ეკონომიკის დოქტორი) საქართველოს ეროვნულ ბანკს ტექნიკური დახმარების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის მოდელის (GEMO) გარე შეფასებისთვის   2019 წლის აგვისტოს ეწვია. ის ამჟამად შვეიცარიის ეროვნულ ბანკის უფროსი ეკონომისტია, მანამდე კი ფედერალური სარეზერვო ბანკის (აშშ) საბჭოში ეკონომისტის თანამდებობა ეკავა. მას მოდელების შემუშავებასა და ანალიზში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

ტობიას ცვიკის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ GEMO თეორიულად, ინსტიტუციონალურად და ემპირიულად თანმიმდევრული მოდელია. ის ითვალისწინებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ძირითად არხებს საქართველოს ეკონომიკის გარკვეულ მახასიათებლებთან ერთად;  ასევე,  ასახავს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხედულებებს ეკონომიკის შესახებ. პროგნოზების ანალიზმა აჩვენა, რომ GEMO მოდელი საქართველოს ძირითადი ეკონომიკური ცვლადების პროგნოზირებას კარგად ართმევს თავს. გარე შეფასების თანახმად, პროგნოზი განსაკუთრებით ზუსტია ინფლაციისთვის, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განხორციელების პროცესში მთავარი ცვლადია. შეფასება, ასევე, მოიცავს რეკომენდაციას მოდელის ზოგიერთი განტოლების დიზაინისა და განვითარების შესახებ.

გარე შეფასების ანგარიში შეგიძლიათ სრულად იხილოთ ბმულზე.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service