ENGLISH
 

11.05.2020   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

2020 წლის 11 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 131 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.650 პროცენტით,  მაქსიმალური 8.740 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.721 პროცენტით განისაზღვრა.

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service