ENGLISH
 

12.09.2003   ბეჭდვა
სებ-ის პრეზიდენტის მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეგიონულ დირექტორთან შეხვედრის შესახებ

12 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეგიონულ დირექტორს დონნა დოუსეტ-ქოიროლოს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიო ბანკის პროექტების მიმდინარეობისა და ახლო მომავალში დახმარების სტრატეგიული საკითხები. სებ-ის პრეზიდენტმა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეგიონულ დირექტორს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ტექნიკური დახმარების კუთხით მხარდაჭერა სთხოვა. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის” შესახებ პრეზიდენტმა 2003 წლის 6 ივნისს მოაწერა ხელი. აღნიშნული კანონის თანახმად, სებ-თან შეიქმნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.   მსოფლიო ბანკმა საქართველოს ფინანსური დახმარების სახით 31 პროექტის დასაფინანსებლად 705 მლნ აშშ დოლარი გამოუყო. აქედან უკვე დახურულ 14 პროექტს 421 მლნ აშშ დოლარი მოხმარდა. ამჟამად ხორციელდება 17 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება 293 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service